ერთ-ერთი ფრანგული გამოცემა, girondins4ever.com-ი, რომელიც "ბორდოს" მხარდამჭერია, კლუბის ახალგაზრდა შემტევის, ზურიკო დავითაშილის შესახებ საინტერესო სტატიას აქვეყნებს:
"21 წლის ქართველი ახალგაზრდა "ბორდოში" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გადმოვიდა. აღნიშნული გარიგება ცოტათი გამაკვირვებელიც კი იყო, ვინაიდან დავითაშვილი საფეხბურთო მასებისთვის დიდად ცნობილი ფეხბურთელი არ ყოფილა. ზურიკო ასევე საქართველოს ნაკრების წევრიცაა, იმ ნაკრების, რომელსაც ახლა "ბორდოს" ყოფილი მწვრთნელი, ვილი სანიოლი ხელმძღვანელობს.
გუნდს ფლანგზე პრობლემები ჰქონდა და გაძლიერება ესაჭიროებოდა. დავითაშვილმა ეს მოახერხა. მას კარგად შეუძლია დრიბლინგების შესრულება, ბურთთან ერთად მოქნილია და კარგადაც მოძრაობს. მისი სისუსტე კი დამაგვირგვინებელ ფაზაში შეინიშნება, როცა თავს ზევით არ სწევს. ზურიკომ სეზონი შესანიშნავად დაიწყო. ულამაზესი გოლი გაიტანა, გუნდს სამი ქულა მოუტანა და გულშემატკივრები ფეხზე წამოაყენა. ამის შემდგომ ვფიქრობდით, რომ "ბორდომ" პატარა მარგალიტი მოიპოვა, მაგრამ გუნდის შემტევი ხაზი მალე ჩრდილში მოექცა. მიუხედავად ამისა, ცხადია, რომ იგი ფორმას მალე აღიდგენს, ამაზე ამხანაგურ შეხვედრებში ნაჩვენები ხარისხიც მეტყველებს."
დავითაშვილი ფრანგულ კლუბს მიმდინარე სეზონის დაწყებამდე შეუერთდა ბათუმის "დინამოდან" იჯარის წესით.