საფრანგეთი ჯერ კიდევ არ არის კმაყოფილი ყატარის 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის შედეგით, სადაც გუნდი არგენტინასთან პენალტების სერიაში დამარცხდა. ამ უკმაყოფილების ფონზე, საფრანგეთში ინტერნეტის საშუალებით დაიწყო ხელმოწერების პეტიცია მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის განმეორებასთან დაკავშირებით (უკვე ფრანგებს 200 000-ზე მეტი ხელმოწერა აქვთ შეგროვებული).
რა თქმა უნდა არგენტინელების პასუხი ამ საკითხთან დაკავშირებით მალევე გავრცელდა სოციალურ ქსელში. ერთ-ერთი პირველი ვალენტინ გომესი იყო, რომელმაც Twitter ექაუნთზე პოსტი გამოაქვეყნა:
"თუ ფრანგები აგროვებენ ხელმოწერებს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის განმეორებისთვის, მე ვთავაზობ, რომ ვისარგებლოთ არგენტინელების ერთიანობის მომენტით და ჩვენც შევაგროვოთ ხელმოწერები, რათა ფრანგებმა შეწყვიტონ ტირილი და ასე მაინც მოიგონ ხელმოწერების მსოფლიო თასი." - სულ რამდენიმე საათში არგენტინულ პეტიციას უკვე 30000-ზე მეტი ხელმოწერა ჰქონდა.