მბაპეს “პსჟს” დატოვება სურს » სპორტის ხაზი

მბაპეს “პსჟს” დატოვება სურს

მბაპეს “პსჟს” დატოვება სურს
25-12-2022, 11:14
Aa Aa
გაზიარება:

“პსჟ-ს” თავდამსხმელს, კილიან მბაპეს მომავალ ზაფხულს წასვლა სურს. მის მსურველებს შორის არიან “მანჩესტერ იუნაიტედი,” “ლივერპული” და “ჩელსი.”

ახალგაზრდა ფრანგმა სენსაციური ჰეთ-თრიკი შემოგვთავაზა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინასთან, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი ტიტულის მოსაპოვებლად.

მბაპემ კატარში რვა გოლის გატანის შემდეგ ოქროს ბუცი მოიგო, რაც 24 წლის მოთამაშის ხანმოკლე, მაგრამ ბრწყინვალე კარიერაში მნიშვნელოვანი აღიარებაა.

თავდამსხმელს ამ წლის დასაწყისში მადრიდის “რეალთან” აკავშირებდნენ, მაგრამ საბოლოოდ მან “პსჟ-სთან” ხელი მოაწერა მომგებიან ახალ კონტრაქტს.


იანვარში კლუბის დატოვება თითქმის შეუძლებელი იქნება, მაგრამ სეზონის ბოლოს ტრანსფერი უფრო სავარაუდოა. მბაპე მზადაა ხელფასი შეიმციროს ახალი კლუბის საპოვნელად.

"იუნაიტედი", "ლივერპული" და "ჩელსი" მბაპეს პრემიერ ლიგის მსურველებს შორის არიან, ხოლო მადრიდის "რეალი" შესაძლოა თავდამსხმელს დაუბრუნდეს, თუ ფასი შესაბამისი იქნება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი