"კვარა ფორმაში არ არის, სკუდეტოს წაგება კი თვითმკვლელობა იქნება" | ენრიკო ფედელე » სპორტის ხაზი

"კვარა ფორმაში არ არის, სკუდეტოს წაგება კი თვითმკვლელობა იქნება" | ენრიკო ფედელე

"კვარა ფორმაში არ არის, სკუდეტოს წაგება კი თვითმკვლელობა იქნება" | ენრიკო ფედელე
25-12-2022, 17:15
Aa Aa
გაზიარება:

2022/2023 წლების სეზონის მეორე ნახევრის განახლებამდე, ნაპოლიმ რამდენიმე ამხანაგური შეხვედრა გამართა, სადაც გუნდის სათამაშო ხარისხი ეტაპობრივად უარესდებოდა.

ბოლო პერიოდში, თუ ვინმე ნაპოლის შემფასებლობით აქტიურობს, ეს ფაბიო კანავაროს ყოფილი სპორტული აგენტი, ენრიკო ფედელეა, რომელსაც მიაჩნია, რომ ნაპოლისთვის სკუდეტოს ხელიდან გამოცლა ისევ ნაპოლის შეუძლია:

"ჩემი საფეხბურთო გამოცდილებიდან შემიძლია ვთქვა, რომ ნაპოლის ამხანაგურ შეხვედრებში განვითარებული მოვლენები აუცილებლად გასათვალისწინებელია, რადგან ვიღაცებს უკვე ბარგისკენ გაურბით თვალი. ცხადია, ამხანაგურ მატჩებში წაგება საგანგაშო სულაც არაა, თუმცა არ მომწონს ფაქტი, რომელიც გვეუბნება, რომ ხვიჩა კვარაცხელია და სტანისლავ ლობოტკა საუკეთესო ფიზიკურ ფორმაში არ იმყოფებიან."

"შეგიძლიათ, რომ წახვიდეთ და ილოცოთ, თუმცა არ მესმის, საერთოდ რატომ უნდა ეშინოდეს ვინმესი ნაპოლის. ერთადერთი გუნდი, რომლისაც ნაპოლის უნდა ეშინოდეს, ეს ისევ ნაპოლია. იმ შემთხვევაში, თუ ნაპოლი სკუდეტოს წააგებს, ეს ნამდვილი თვითმკვლელობა იქნება."
- თქვა ფედელემ.

შეგახსენებთ, რომ ნეაპოლური გუნდი იტალიის ჩემპიონატს 4 იანვარს, ინტერთან დაპირისპირებით განაახლებს. მანამდე კი, შესაძლოა, ნაპოლიმ კიდევ ერთი სატესტო მატჩი ასაკობრივებთან გამართოს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი