"კვარაცხელიას კარგ ფორმაში ყოფნა "ნაპოლისთვის" მნიშვნელოვანია" - Corriere dello Sport » სპორტის ხაზი

"კვარაცხელიას კარგ ფორმაში ყოფნა "ნაპოლისთვის" მნიშვნელოვანია" - Corriere dello Sport

"კვარაცხელიას კარგ ფორმაში ყოფნა "ნაპოლისთვის" მნიშვნელოვანია" - Corriere dello Sport
24-12-2022, 20:31
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, "ნაპოლიმ" სეზონის განახლებამდე რამდენიმე შეხვედრა გამართა. "პარტენოპეი" ორჯერ, "ვილიარეალისა" და "ლილის" წინააღმდეგ დამარცხდა. გუნდი ვერც თამაშის ხარისხით გამოირჩა. აღნიშნულ საკითხს Corriere dello Sport-ი გამოეხმაურა და შემდეგნაირი პოზიცია დააფიქსირა:

"ბოლო შეხვედრებში კვარაცხელიას ფეხები დამძიმებული ჰქონდა. კვარას დრიბლინგების რაოდენობა ძალიან შემცირდა, თუმცა როგორც ლუჩიანო სპალეტიმ ახსენა, ქართველი შემტევი სრული პროფესიონალია და სეზონის მეორე ნახევარს დიდებულ ფორმაში შეხვდება.

ნაპოლისთვის ახლა მთავარია, რომ კვარა კარგ ფორმაში შევიდეს, რათა გუნდის მთავარმა ლიდერმა ინტერთან თამაში საუკეთესო ფიზიკური კონდიციებში მოახერხოს. სწორედ ესა გახლავთ მთავარი მიზეზი, რის გამოც იტალიელი სპეციალისტი კვარაცხელიას ყველაზე მეტ სათამაშო დროს აძლევს."

შეგახსენებთ, რომ ნეაპოლელები სერია ას 4 იანვარს, "ინტერთან" მატჩით განაახლებენ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი