"ხვიჩა კვარაცხელია შეყვარებულთან ერთად ამალფის სანაპიროთი ტკბება" | იტალიური მედია » სპორტის ხაზი

"ხვიჩა კვარაცხელია შეყვარებულთან ერთად ამალფის სანაპიროთი ტკბება" | იტალიური მედია

"ხვიჩა კვარაცხელია შეყვარებულთან ერთად ამალფის სანაპიროთი ტკბება" | იტალიური მედია
24-12-2022, 23:00
Aa Aa
გაზიარება:

ნაპოლიმ 2022 წლის ბოლო ამხანაგური შეხვედრა 21 დეკემბერს, ლილის წინააღმდეგ გამართა, სადაც ნეაპოლელებმა კატასტროფული მარცხი განიცადეს - 1:4. გარდა იმისა, რომ ანგარიში მართლაც საგანგაშოა, ასევე იგრძნობა ისიც, რომ ნაპოლის ბოლო შეხვედრებში სათამაშო ხარისხი აშკარად დაქვეითებულია, რომლის გამოსწორებასაც სპალეტის შეგირდები იტალიის სერია A-ს განახლებისას შეეცდებიან.

იქამდე, სანამ ჩემპიონატი განახლდებოდეს, ფეხბურთელებმა 3 დღიანი დასასვენებელი შვებულება მიიღეს, მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიამაც, რომელსაც იტალირუ მედია, კერძოდ Positanonews გამოეხმაურა:

"ხვიჩა კვარაცხელია და მისი შეყვარებული ნიცა ქალაქ პოზიტანოში ისვენებენ. იქამდე, სანამ ფეხბურთელები იტალიის ჩემპიონატს დაუბრუნდებიან, მათ დასასვენებლად დრო მიიღეს, რომელიც ქართველმა ფეხბურთელმა პოზიტანოში წასასვლელად გამოიყენა. ასე რომ, ხვიჩა კვარაცხელია თავის მეგობარ გოგონასთან ერთად, ამალფის ულამაზესი სანაპიროს ყურებით დატკბება." - წერს აღნიშნული გვერდი.

შეგახსენებთ, რომ იტალიის ჩემპიონატი 4 იანვარს განახლდება, სადაც ნაპოლი პირველ შეხვედრას ინტერის წინააღმდეგ გამართავს.

"ხვიჩა კვარაცხელია შეყვარებულთან ერთად ამალფის სანაპიროთი ტკბება" | იტალიური მედია







კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი