"სიტი" ბელინგემის შეძენაში დარწმუნებულია » სპორტის ხაზი

"სიტი" ბელინგემის შეძენაში დარწმუნებულია

"სიტი" ბელინგემის შეძენაში დარწმუნებულია
24-12-2022, 18:45
Aa Aa
გაზიარება:

"დორტმუნდის" ნახევარმცველი ჯუდ ბელინგემი დიდი ალბათობით, ზაფხულში "ყვითლებს" დატოვებს. ინგლისელის დამატებით მსოფლიო ფეხბურთის გრანდები: "მანჩესტერ სიტი", მადრიდის "რეალი" და "ლივერპული" ინტერესდებიან.

19 წლის ფეხბურთელმა 2022 წლის მუნდიალზე ბრწყინვალედ იასპარეზა და მის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდა. ბრიტანული The Sun-ის ცნობით, "ქალაქელები" დარწმუნებულები არიან, რომ ნახევარმცველის დამატებას 100 მილიონ ევროდ შეძლებენ.

ბელინგემი "დორტმუნდის" ღირსებას 2020 წლიდან იცავს, ამ პერიოდის განმავლობაში გერმანელთა რიგებში 112 მატჩი გამართა, თავი კი 19 გატანილი გოლითა და 21 საგოლე პასით გამოიჩინა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.