მარუშიჩი "დინამოს" დაუბრუნდა » სპორტის ხაზი

მარუშიჩი "დინამოს" დაუბრუნდა

მარუშიჩი "დინამოს" დაუბრუნდა
24-12-2022, 18:25
Aa Aa
გაზიარება:

ზორან მარუშიჩი თბილისის "დინამოში" დაბრუნდა. სერბი თავდამსხმელი თბილისურ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და კონტრაქტი 2024 წლის ბოლომდე გააფორმა.

მარუშიჩი "დინამოს" ღირსებას უახლოეს წარსულში იცავდა, 2021 წლის სეზონში მან ლურჯ-თეთრების შემადგენლობაში 42 შეხვედრა ჩაატარა და 18 გოლთან ერთად, 9 საგოლე გადაცემა შეასრულა. ამავე სეზონში იგი კრისტალბეთ ეროვნული ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად, თავდამსხმელად და ლეგიონერად დასახელდა. 16 გატანილი გოლით კი, სერბი თავდამსხმელი ჩემპიონატის ბომბარდირი გახდა.

ზორან მარუშიჩმა 2022 წლის სეზონი უზბეკურ "ნავბაჰორში" გაატარა, სადაც მან 32 შეხვედრაში 12 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი