"ლუკაკუს დრო სჭირდება, რათა ფორმაში ჩადგეს" | ალესანდრო ბასტონი » სპორტის ხაზი

"ლუკაკუს დრო სჭირდება, რათა ფორმაში ჩადგეს" | ალესანდრო ბასტონი

"ლუკაკუს დრო სჭირდება, რათა ფორმაში ჩადგეს" | ალესანდრო ბასტონი
24-12-2022, 10:30
Aa Aa
გაზიარება:

იტალიის ნაკრებისა და მილანის ინტერის ახალგაზრდა ცენტრალურმა მცველმა, ალესანდრო ბასტონიმ ბელგიელი თანაგუნდელის, რომელუ ლუკაკუს შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას ფორმის კვლავ აღსადგენად დრო სჭირდება:

"ჩვენ ლუკაკუსგან ველით, რომ ფორმას აღიდგენს და სეზონის მეორე ნახევარში დაგვეხმარება. მას, უბრალოდ დრო სჭირდება ძველი ფიზიკური კონდიციების დასაბრუნებლად. ვიმედოვნებთ, რომ ლუკაკუ ამას შეძლებს." - თქვა ბასტონიმ.

შეგახსენებთ, რომ რომელუ ლუკაკუ ჩელსიდან ინტერში იჯარით გასულ ზაფხულს დაბრუნდა, თუმცა მიღებული ტრავმის გამო, ბელგიელმა ფორვარდმა მინდორზე მხოლოდ 256 წუთი გაატარა და 2 გოლის გატანა მოახერხა.

ამჯერად, ინტერში იმედოვნებენ, რომ ლუკაკუ იტალიაში გატარებული პირველი სეზონის გემოს გაიხსენებს და ინტერისთვის კვლავ მნიშვნელოვანი მოთამაშე გახდება, მით უმეტეს იმის ფონზე, რომ 4 იანვარს, სიმონე ინძაგის ბიჭები სერია A-ს ლიდერს, ნაპოლის ეთამაშებიან.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი