სპალეტი: 'ხვიჩა უმატებს, ის საოცრებაა' » სპორტის ხაზი

სპალეტი: 'ხვიჩა უმატებს, ის საოცრებაა'

სპალეტი: 'ხვიჩა უმატებს, ის საოცრებაა'
23-12-2022, 16:45
Aa Aa
გაზიარება:

'ნაპოლის' მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ 'ლილთან' გამართული ამხანაგური მატჩის (1:4) შემდეგ გუნდის მდგომარეობაზე Sky Sport-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

"რამდენიმე სათამაშო მოქმედება უკეთესად უნდა შესრულდეს. თუმცა ჩვენ მზადებას რომ დავასრულებთ, გუნდმა მოედანზე მაღალი პრესინგის განხორციელება უნდა შეძლოს, რაც ასეთი თამაშით რთული ხდება. გავუშვით ორი გოლი, რომელიც არ უნდა გაგვეშვა.

ასეთი თამაშით შეიძლება ფეხბურთელებს ჩემპიონობის იმედი ჰქონდეთ?

– არ მესმის, როგორ შეიძლება ასეთი გამოთვლების გაკეთება. ჩვენ ყოველთვის სწრაფად უნდა ვითამაშოთ. შეიძლება, ახლა ისე არ ვთამაშობთ, როგორც ჩვენ გვსურს, მაგრამ ამისკენ მივდივართ და ადრე თუ გვიან სასურველ მდგომარეობას მივაღწევთ. საამისოდ ყველამ რაღაც უნდა გავცეთ და მზადება ასე დავასრულოთ.

დე ლაურენტისის გასახდელში ყოფნაზე რას იტყვით?

– ის მატჩზე წარბშეკრული იყო. მაგრამ გაუძლო და ყველაფერი საუკეთესო გვისურვა. შემდეგ ახსნა კლუბთან დაკავშირებით შექმნილი ვითარება, აგვიხსნა, საშობაო ვახშამს რატომ არ მართავს.

კვარაცხელიას ნამდვილი შესაძლებლობის გამოვლენამდე ბევრი აკლია?

– ის უმატებს. სათამაშო დროს ვაძლევ, რადგან შესანიშნავი პროფესიონალია და მხოლოდ უნდა იშრომოს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი