"რუბინის" დირექტორი: "ბედნიერი ვარ, რომ ხვიჩასთან მუშაობა მომიწია" » სპორტის ხაზი

"რუბინის" დირექტორი: "ბედნიერი ვარ, რომ ხვიჩასთან მუშაობა მომიწია"

"რუბინის" დირექტორი: "ბედნიერი ვარ, რომ ხვიჩასთან მუშაობა მომიწია"
21-09-2022, 15:52
Aa Aa
გაზიარება:

"რუბინის" სპორტულმა დირექტორმა, ოლეგ იაროვინსკიმ Metaratings-თან მიცემულ ინტერვიუში ქართველ ფეხბურთელზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე და მის მიერ რუსულ კლუბში გატარებულ დროზე ისაუბრა და განაცხადა:

"როდესაც ხვიჩას თამაშს ვუყურებ, მხოლოდ წარმოუდგენელ სიხარულს განვიცდი. მე ბედნიერი ვარ, რომ ასეთ ფეხბურთელთან მუშაობა მომიწია. მახსოვს რუბინში მისი პირველი ვარჯიში. 2020 წლის იანვარი იყო, შეკრება თურქეთში. ოთახში სლუცკისთან, რუსტემ საიმანოვთან და მამუკა ჯუღელთან ერთად ვიყავით." - განაცხადა იაროვინსკიმ.

შეიძლება ითქვას, რომ ხვიჩას ევროპულ ასპარეზზე ინტერესი სწორედ "რუბინიდან" იწყება. რუსულ კლუბში ბრწყინვალე თამაშს მოჰყვა მის მიმართ ინტერესი სხვა კლუბების მხრიდან.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი