"ნაპოლის აქვს გეგმა, რომ კვარაცხელია ინტერთან სრულ მზადყოფნაში მოიყვანოს" | Corriere dello Sport » სპორტის ხაზი

"ნაპოლის აქვს გეგმა, რომ კვარაცხელია ინტერთან სრულ მზადყოფნაში მოიყვანოს" | Corriere dello Sport

"ნაპოლის აქვს გეგმა, რომ კვარაცხელია ინტერთან სრულ მზადყოფნაში მოიყვანოს" | Corriere dello Sport
23-12-2022, 17:12
Aa Aa
გაზიარება:

ბოლო ამხანაგური შეხვედრების განმავლობაში, ნაპოლი თავის თავს არ ჰგავს. ჯერ იყო ვილიარეალთან მარცხი, შემდეგ კი ლილთან განადგურება, თანაც ორივე შემთხვევაში ნაპოლი სტადიო მარადონაზე დამარცხდა.

ამავე შეხვედრების პარალელურად, Corriere dello Sport ნაპოლისა და ხვიჩა კვარაცხელიას გეგმაზე წერს, რომლის მიხედვითაც, ქართველი ფეხბურთელი ინტერთან გასამართი შეხვედრისთვის სრულ მზადყოფნაში უნდა იყოს:

"ბოლო თამაშებში კვარაცხელიას ფეხები დამძიმებული ჰქონდა და მოულოდნელ შეცდომებს უშვებდა. ხვიჩას დრიბლინგებისა და დარტყმების სიზუსტე მინიმუმამდე შემცირდა, თუმცა როგორც ლუჩანო სპალეტიმ აღნიშნა, ქართველი შემტევი სრული პროფესიონალია და სეზონის განახლებას დიდი მონდომებით ხვდება."

"ნაპოლისთვის ახლა მთავარი პრიორიტეტი კვარაცხელიას მდგომარეობის სწრაფი გაუმჯობესებაა, რათა გუნდის მთავარმა ლიდერმა ინტერთან თამაში საუკეთესო ფიზიკური კონდიციებით შეძლოს. სწორედ ესაა მიზეზი, რის გამოც სპალეტი კვარაცხელიას ყველაზე მეტს ათამაშებს."
- წერს იტალიური გაზეთი.

ცნობისთვის, ნაპოლისთვის იტალიის ჩემპიონატი 4 იანვარს განახლდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი