იტალიური გამოცემა "სპორტალი" ქართველი გულშემატკივრებისთვის საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.
ამ წყაროს ცნობით, იტალიური "ჯენოა" საქართველოს ნაკრებისა და "მეცის" 22 წლის მოთამაშის, გიორგი მიქაუტაძის შეძენით ინტერესდება.სერია ა-ს ბინადარი გუნდი მზად არის მიქაუტაძეში დაახლოებით 3 მილიონი ევრო გადაიხადოს.
ცნობისთვის, 22 წლის გიორგი მიქაუტაძეს ფრანგულ "მეცთან" ხელშეკრულება 2026 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.