'ნაპოლის' გეგმა აქვს - რამდენი იქნება კვარაცხელიას ანაზღაურება ახალი კონტრაქტის გაფორმების შემდეგ? » სპორტის ხაზი

'ნაპოლის' გეგმა აქვს - რამდენი იქნება კვარაცხელიას ანაზღაურება ახალი კონტრაქტის გაფორმების შემდეგ?

'ნაპოლის' გეგმა აქვს - რამდენი იქნება კვარაცხელიას ანაზღაურება ახალი კონტრაქტის გაფორმების შემდეგ?
27-12-2022, 20:00
Aa Aa
გაზიარება:

'ნაპოლი' ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას თამაშით აღფრთოვანებულია, ამიტომ გუნდს მიუხედავად ევროპული გრანდების ინტერესისა 21 წლის გაშვება არ სურს.

უფრო მეტიც, ამ ყველაფრის თავიდან ასაცილებლად პარტენოპეის მალე ხვიჩას ახალ კონტრაქტს შესთავაზებს და ფეხბურთელს ხელფასსაც გაუორმაგებს.

როგორც calciomercato ციტირებს, 'კვარას' აგენტი, მამუკა ჯუღელი რამდენიმე დღეში ნეაპოლში ჩაფრინდება, სადაც კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყება.

'ნაპოლის' გეგმა აქვს - რამდენი იქნება კვარაცხელიას ანაზღაურება ახალი კონტრაქტის გაფორმების შემდეგ?

ხვიჩამ თავისი გამოსვლით ნეაპოლელების გული მალევე დაიპყრო

"ჯუნტოლი კვარაცხელიას აგენტთან, მამუკა ჯუღელთან შესანიშნავ ურთიერთობაშია. ხვიჩას შესანარჩუნებლად მთავარი იდეა ის არის, რომ ფეხბურთელს კონტრაქტი 2028 წლამდე გაუხანგრძილივონ, გაორმაგებული ხელფასით, სეზონში 1,2 მილიონიდან 2,4 მილიონ ევრომდე." - ვკითხულობთ სტატიაში.

შეგახსენებთ იმასაც, რომ ხვიჩას მონაგარი სეზონის პირველ ნახევარში 8 გოლი და 10 საგოლე გადაცემა გახლდათ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი