ჰალანდი: “მბაპე შესანიშნავი ახალგაზრდაა” » სპორტის ხაზი

ჰალანდი: “მბაპე შესანიშნავი ახალგაზრდაა”

ჰალანდი: “მბაპე შესანიშნავი ახალგაზრდაა”
22-12-2022, 11:42
Aa Aa
გაზიარება:

ნორვეგიელმა ვარსკვლავმა, ერლინგ ჰალანდმა საკმაოდ საინტერესოდ ისაუბრა და უამრავი თემა მიმოიხილა.

“არ მიყვარს საკუთარი თავის სხვებთან შედარება. მე ჩემი თავისებურად უნიკალური მოთამაშე ვარ, ამიტომ ეს შედარებები არ მომწონს.

მედია ამას ბოლო 10 წელია რონალდუსა და მესის შემთხვევაში აკეთებს და თავად ფეხბურთელები ამით ერთმანეთს უბიძგებენ, რაც კარგია. გარდა ამისა, ისინი თამაშობდნენ მადრიდის რეალსა და ბარსელონაში, შესანიშნავი მეტოქეობა ჰქონდათ.

მაგრამ მე არ ვფიქრობ ასეთ რამეებზე. მბაპე შესანიშნავი ახალგაზრდა ფეხბურთელია. ნუ დაგავიწყდებათ, რას მიაღწია მან ასეთ პატარა ასაკში და მისგან კიდევ ვიხილავთ მიღწევებს.

მე საკუთარ თავზე ვარ ორიენტირებული. ყოველდღე ვმუშაობ იმისთვის, რომ ვიყო საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა”- განაცხადა “მანჩესტერ სიტის” შემტევმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.