მუნდიალის მოგების შემდეგ არგენტინაში ემოციები კვლავ არ წყდება, გულშემატკივრები კვლავ აღნიშნავენ. დღეს კი სრულიად ახალმა ინფორმაციამ იჩინა თავი.
El Financiero-ს ცნობით, შესაძლოა მესის გამოსახულება არგენტინული ფულის ბანკნოტზე განათავსონ. არგენტინის ეროვნული ბანკის წარმომადგენლები ამაზე სერიოზულად ფიქრობენ და მათ სურთ, ეროვნული გუნდის წარმატება ამ გზითაც აღნიშნონ.
ივარაუდება, რომ მესის გამოსახულება 1000 პესოს კუპიურაზე დაიბეჭდება. კუპიურის უკანა მხარეს კი შესაძლოა ნაკრების მთავარი მწვრთნელის ზედმეტსახელი “La Scaloneta” განთავსდეს. ჯერ-ჯერობით სხვა დეტალები ცნობილი არაა.