ანდრეს ინიესტა ბარსელონაში ჩავის ასისტენტად ბრუნდება? | Diario Sport » სპორტის ხაზი

ანდრეს ინიესტა ბარსელონაში ჩავის ასისტენტად ბრუნდება? | Diario Sport

ანდრეს ინიესტა ბარსელონაში ჩავის ასისტენტად ბრუნდება? | Diario Sport
21-12-2022, 23:30
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე დღის წინ, ბარსელონასა და ესპანეთის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი, ანდრეს ინიესტა კატალონიელებს სავარჯიშო სესიის დროს ესტუმრა, სადაც მან ძველი მეგობრები მოინახულა.

ესპანურმა Diario Sport-მა ანდრეს ინიესტას ბარსელონაში დაბრუნების შესახებ ჰკითხა, რაზეც ბლაუგრანას ყოფილმა 8 ნომერმა შემდეგი პასუხი გასცა:

"ყველა ბარსელონას გულშემატკივარს სურს, რომ მისი გუნდი ლამაზად და შედეგიანად თამაშობდეს მიუხედავად იმისა, თუ ვინ წვრთნის კლუბს, ჩავი, მე თუ ვინმე სხვა. ჩემი ბარსელონაში დაბრუნება გამორიცხული არ არის, უბრალოდ ამისთვის საჭიროა, რომ ბევრი სხვადასხვა დეტალი იდეალურად მოგვარდეს. ახლა, ჩემი სურვილი ისაა, რომ კლუბმა ლამაზი ფეხბურთის თამაში განაახლოს და შედეგებსაც მიაღწიოს, დაბრუნებით კი, ვიმედოვნებ, რომ ოდესმე დავბრუნდები." - თქვა ინიესტამ.

შეგახსენებთ, რომ 38 წლის ვეტერანი ფეხბურთელი ამჟამად იაპონიის ლიგაში, ვისელ კობეს შემადგენლობაში თამაშობს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი