საფრანგეთის ნაკრების და 'პსჟ' -ს ერთ-ერთი ლიდერის, კილიან მბაპეს ხშირად უკავშირებენ 32 წლის მოდელს, ინეს რაუს, რომელიც ფეხბურთელთან ერთად რამდენჯერმე გამოჩნდა სოციალურ ქსელებში.
ვინ არის ინეს რაუსი?
მბაპესა და 32 წლის მოდელის რაუს ისტორიას განსაკუთრებით იტალიისა და საფრანგეთის მედია ადევნებდა თვალს.
როგორც ფრანგული მედია ამბობს, ინესი იყო მამაკაცი, რომელმაც 16 წლის ასაკში შეიცვალა სქესი. ამის შემდეგ, მან თანდათან დაიმკვიდრა ადგილი სამოდელო სამყაროში, სანამ 2017 წელს არ მოხვდა მამაკაცის ჟურნალის გარეკანზე და გახდა პირველი ტრანსგენდერი ქალი, რომელმაც ეს გააკეთა.
ერთი წლის შემდეგ მან გამოაქვეყნა თავისი ავტობიოგრაფია "ქალი", სადაც დაადასტურა, რომ 16 წლის ასაკში მას სქესის შეცვლის ოპერაცია ჩაუტარდა; როდესაც მან გამოავლინა თავისი 'ნამდვილი სახე' 24 წლის ასაკში, მან თქვა, რომ ეს იყო ყველაზე კარგი გადაწყვეტილება, რაც რამ თავის ცხოვრებაში მიუღია. ინესი ტრანსგენდერი მოდელი და ჟურნალი Play Boy-ის მთავარი სახეა.
კილიანი და რაუსი რამდენიმე თვეა ერთად არიან
მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელს და 32 წლის მოდელს მათი ურთიერთობის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ გაუჟღერებიათ, ისინი ერთად რამდენიმე თვის წინ იახტაზე შენიშნეს.
მბაპე და რაუსი დასვენების დღეებს ერთად ატარებდნენ