ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ლატვია დაამარცხა და რიგის თასის გამარჯვებული გახდა » სპორტის ხაზი

ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ლატვია დაამარცხა და რიგის თასის გამარჯვებული გახდა

ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ლატვია დაამარცხა და რიგის თასის გამარჯვებული გახდა
21-09-2022, 13:14
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ლატვიის დედაქალაქ რიგაში, ამხანაგურ ტურნირზე, რიგის თასის მეორე შეხვედრა გამართა და მეტოქე 4:2 დაამარცხა.

ავთანდილ ასათიანის შეგირდების უპირატესობა პირველი ტაიმში შესამჩნევი იყო. ნაკრებმა პირველი ნახევარი 3:1 მოიგო. მეორე ტაიმში ლატვიელებმა სახიფათო მომენტები შექმნეს და ერთი გოლის გაქვითვაც კი მოახერხეს. თუმცა, ფუტსალის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, ბინიომ შეარხია მეტოქის კარის ბადე და უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა. შემდეგ არაფერი შეცვლილა და მატჩის საბოლოო ანგარიში 4-2 დაფიქსირდა.

მოგახსენებთ იმასაც, რომ საქართველოს ნაკრებმა რიგის თასზე ორი შეხვედრა ჩაატარა და ორივე მოიგო. ამ თასის შემდეგ, ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადებას შეუდგება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი