საფრანგეთის ნაკრების კარის დარაჯმა, უგო ლორისმა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი შეაფასა:
"მჯერა, რომ ეს ტურნირი საფრანგეთის ნაკრების მომავალს გამოადგება. ძველმა თაობამ, რომელიც თავისი კარიერის უკანასკნელ ფაზაშია, ასპარეზი კილიანის ნალიდერებ ახალ თაობას გადასცა.
მბაპემ ამ ტურნირზე ლიდერობის დიდი უნარი გამოაჩინა და ეს ფინალშიც დამტკიცდა. საფრანგეთის ნაკრები მწვერვალზე აუცილებლად უნდა დარჩეს.
მატჩის პირველი ტაიმი ძალიან დასანანი იყო. თამაშის ყველა ასპექტში დავიჩაგრეთ. მიუხედავად ამისა, მეორე ტაიმში ჩვენი მიზნებით დავბრუნდით. ვფიქრობ, პირველ ტაიმში ზედმეტად პასიურები ვიყავით და ამან ზიანი მოგვაყენა.
გოლის შემდეგ უნდა გვერბინა, თამაშში ორჯერ დავბრუნდით. საბრძოლო სული და ენერგია ვიპოვეთ, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა - პენალტები ყოველთვის მტკივნეულია, თუმცა ეს ფეხბურთია.”