'მაშინ მივხვდი, რომ პროფესიონალი ფეხბურთელი ვიყავი' - ხვიჩა ფედერიკო II-ის უნივერსიტეტში სიტყვით გამოვიდა » სპორტის ხაზი

'მაშინ მივხვდი, რომ პროფესიონალი ფეხბურთელი ვიყავი' - ხვიჩა ფედერიკო II-ის უნივერსიტეტში სიტყვით გამოვიდა

'მაშინ მივხვდი, რომ პროფესიონალი ფეხბურთელი ვიყავი' - ხვიჩა ფედერიკო II-ის უნივერსიტეტში სიტყვით გამოვიდა
19-12-2022, 21:59
Aa Aa
გაზიარება:

ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია დღეს, ფედერიკო II-ის უნივერსიტეტს ესტუმრა, სადაც დამსწრეთა წინაშე სიტყვითაც წარსდგა.

"პირველად ნაპოლიში რომ ჩამოვედი, ვიგრძენი, რომ ნეაპოლელი ხალხი ცხოვრობს ფეხბურთით. სასწაული და ემოციური იყო ჩემთვის პირველი თამაში მარადონაზე, სწორედ მაშინ მივხვდი, რომ პროფესიონალი ფეხბურთელი ვიყავი.

ძალიან დიდი მადლობა ნეაპოლელ გულშემატკივრებს, რომ ასე თბილად მიმიღეს მათ სახლში. ალბათ რთულია, რომ სულ ერთ ნოტაზე იყო, მაგრამ ფეხბურთელის მოვალეობაც ეს არის, რომ სულ ერთ დონეზე უნდა იყო, რადგან ფეხბურთელობა დიდი პასუხისმგებლობაა, როდესაც ამდენ ხალს ასე უყვარხარ და პატივს გცემენ.

რაც შეეხება მიზანს, ნაპოლის მიზანი ტიტულების მოგებაა, იმიტომ რომ ძალიან კარგი გუნდი გვყავს, მაგრამ ეს მარტივი არ არის. ყველაფერი წინ არის და ყველა თამაში მნიშვნელოვანი იქნება." - თქვა ხვიჩამ.


შეგახსენებთ, რომ სეზონის პირველ ნახევარში 21 წლის შემტევის მონაგარი 8 გოლი და 10 საგოლე გადაცემაა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი