პანდემიის დაწყების დროს შოთა არველაძემ, “პალიტრანიუსის” ეთერში ისაუბრა საკითხზე, რომელიც მის მეგობარს შეემთხვა.
გთავაზობთ მის მონათხრობს:
"ცოტა ხნის წინ, ჩემს უახლოეს მეგობარს თავს მძიმე ისტორია გადახდა. რამდენიმე დღე ტელეფონზე არ მპასუხობდა და როცა გამოჩნდა, მითხრა, რომ დედა გარდაეცვალა. ეს ყველაფერი თბილისში მოხდა და მისთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი ყველა წესის სრული დაცვით დაკრძალა, თუმცა არავის გაგვაგებინა. ამით პასუხისმგებლობა გამოიჩინა და ჩათვალა, რომ სხვა შემთხვევაში სხვებსაც საფრთხეში ჩააგდებდა." - იხსენებს შოთა კოვიდის პერიოდის ისტორიას