ცნობილი ინგლისური გამოცემის, Times-ის მტკიცებით, პრემიერ ლიგის ბინადარი ნიუკასლი მზადაა, რომ ნაპოლის ქართველ შემტევში, ხვიჩა კვარაცხელიაში 50 მილიონი ფუნტი გადაიხადოს.
როგორც იწერება, ხვიჩას ინგლისური გუნდის სკაუტები მრავალი თვის განმავლობაში აკვირდებოდნენ და მთავარ მწვრთნელს, მისი დამატება შესთავაზეს.
აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ წარსულში ნიუკასლის ღირსებას ერთი ქართველი უკვე იცავდა - თემურ ქეცბაიამ იქ 3 წელი გაატარა.
ცნობისთვის, 2021 წელს "კაჭკაჭების" აქციების სრული პაკეტი საუდის არაბეთის საინვესტიციო ფონდმა გადაიბარა, რომლის ბიუჯეტიც 320 მილიარდ ფუნტ სტერლინგს უტოლდება.