'შევეცდები ხალხს ძველი ლაშა დავუბრუნო..' - ლაშა ტალახაძის პირველი კომენტარი სამშობლოში დაბრუნების შემდეგ » სპორტის ხაზი

'შევეცდები ხალხს ძველი ლაშა დავუბრუნო..' - ლაშა ტალახაძის პირველი კომენტარი სამშობლოში დაბრუნების შემდეგ

'შევეცდები ხალხს ძველი ლაშა დავუბრუნო..' - ლაშა ტალახაძის პირველი კომენტარი სამშობლოში დაბრუნების შემდეგ
20-12-2022, 20:00
Aa Aa
გაზიარება:

ლაშა ტალახაძე ბოგოტაში გამართული მსოფლიო ჩემპიონატიდან დაბრუნდა. აეროპორტში მან მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა:

"პირველ რიგში, ძალიან დიდი მადლობა ყველა ჩემს გულშემატკივარს გვერდით დგომისა და მხარდაჭერისთვის. მოვახერხეთ და შევძელით, რომ მეექვსედ შევინარჩუნეთ მსოფლიო ჩემპიონის ტიტული, რაც მთავარი მიზანი და გეგმა იყო. იქიდან გამომდინარე, რომ გარკვეული ტრავმები გვქონდა, ფსიქოლოგიური მომენტები იყო.

რთული ბრძოლა იყო, ჩვენი მოწინააღმდეგეები ძალიან კარგ ფორმაში იყვნენ და რატომღაც, დარწმუნებული ვიყავი, რომ ღირსეულ კონკურენციას გაგვიწევდნენ მსოფლიო ჩემპიონატზე. შევეცდები, ძველი ლაშა დავაბრუნო შემდეგ შეჯიბრზე, აუცილებლად ახალი რეკორდები და დიდი შედეგები მოვიპოვო." – განაცხადა ლაშა ტალახაძემ.


ცნობისთვის, ტალახაძემ აკვრაში საბოლოოდ 251 კგ. დაძლია და მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ქართველმა ატაცში 215, აკვრაში 251 კგ. დააფიქსირა და ორჭიდის ჯამში 466 კგ-ით ზედიზედ მეექვსედ იზეიმა მსოფლიო ჩემპიონობა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი