მოგეხსენებათ, საფრანგეთის ეროვნული ნაკრები არგენტინასთან მეტად დრამატულ ფინალში დამარცხდა. “მამლების” მთავარმა მწვრთნელმა, დიდიე დეშამმა მატჩზე ისაუბრა:
“ნაკლებად სანანებელი გვექნებოდა, მატჩი რომ 0:3 წაგვეგო. ასეთ შემთხვევაში, სალაპარაკოც არაფერი იქნებოდა.
მთელი საათი არ ვაკეთებდით იმას, რაც უნდა გაგვეკეთებინა, შემდეგ კი გამოვავლინეთ სიმამაცე, ენერგია და ოსტატობა, არგენტინა ბლომდე დავქანცეთ. თუმცა, საბოლოოდ, რით დასრულდა ყველაფერი?
თამაშში დაბრუნება შევძელით, მაგრამ როცა რაღაცას ხელით ეხები და ეს მაინც გისხლტდება, უფრო რთული ხდება. ამასთან შეგუება მოგვიწევს.
ადრეული ცვლილებები იმიტომ გავაკეთე, რომ კმაყოფილი არ ვიყავი და ვფიქრობდი, რომ უფრო მეტი შეგვეძლო. ეს იმას არ ნიშნავს, რომ შეცვლილი ფეხბურთელები სხვებზე ცუდები იყვნენ. სხვადასხვა მიზეზების გამო საკუთარი ძლიერი მხარეები ვერ გამოვავლინეთ, მაგრამ დეტალებში ჩაძიებას არ დავიწყებ.
ძალიან რთული სიტუაცია თავდაყირა დავაყენეთ ოსტატობით, ნების ყოფით და სიძლიერით, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.“