მარტინეზი: “გამარჯვებას ოჯახს ვუძღვნი” » სპორტის ხაზი

მარტინეზი: “გამარჯვებას ოჯახს ვუძღვნი”

მარტინეზი: “გამარჯვებას ოჯახს ვუძღვნი”
18-12-2022, 23:05
Aa Aa
გაზიარება:

ცოტა ხნის წინ არგენტინა მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ძირითადი დრო 2-2 დასრულდა, დამატებითში კი გუნდებმა თითო გოლის გატანა შეძლეს. თერმეტმეტრიანთა სერიაში “ალბისელესტემ“ 4:2 გაიმარჯვა. პენალტების სერიაში არგენტინელთა ნაკრების მეკარემ ერთი პენალტი მოიგერია. დამატებითი დროის მიწურულს კო ფეხით საოცარი ბურთები მოიგერია.

ემილიანო მარტინესი მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო მეკარედ დასახელდა.

“თამაშს ვაკონტროლებდით, თუმცა მეტოქე თამაშში დაბრუნდა. 2:0-ს ვიგებდით და მათ გაათანაბრეს, შემდეგ 3:2-ს ვიგებდით და კვლავ გაგვიტანეს, თამაშის მიწურულს ბურთი კი ფეხით მოვიგერიე, სიტყვები არ მყოფნის.

მე ყოველთვის ვინარჩუნებდი სიმშვიდეს, ასე იყო პენალტების დაწყებამდე, თანაგუნდელებს დღესაც ამას ვეუბნებოდი.

ამ გამარჯვებას ოჯახს ვუძღვნი. ისინი კარიერის დაწყების წინ დავტოვე და სათამაშოდ ინგლისში წავედი. გამარჯვება მათ ეძღვნება”- განაცხადა მარტინესმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი