საფრანგეთის ნაკრები სერიოზულ კრიზისშია » სპორტის ხაზი

საფრანგეთის ნაკრები სერიოზულ კრიზისშია

საფრანგეთის ნაკრები სერიოზულ კრიზისშია
20-09-2022, 23:08
Aa Aa
გაზიარება:

საფრანგეთის ეროვნული ნაკრები "ერთა ლიგაზე" ორ შეხვედრას სამდღიანი შუალედით ჯერ ავსტრიის, შემდეგ კი დანიის წინააღმდეგ, კოპენჰაგენში გამართავს.

ფრანგმა ჟურნალისტმა, ჟულიენ ლაურენსმა გამოაქვეყნა იმ მოთამაშეთა ჩამონათვალი, რომლებიც საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებს მიმდინარე "ერთა ლიგაზე" ვერ დაეხმარებიან. აღსანიშნავია ის, რომ შედგენილი სიის უმეტესი ნაწილი საფრანგეთის ნაკრების ძირითადი მოთამაშეებითაა შევსებული: ქარიმ ბენზემა, ტეო ერნანდესი, ჰუგო ლორისი, ნგოლო კანტე, პოლ პოგბა, პრესნელ კიმპებმე, კინგსლი კოპანი, იბრაჰიმა კონატე, ადრიენ რაბიო, ბუბაკარ კამარა და ლუკას დინი არიან ის ფეხბურთელები, რომლების გამოყენებასაც დიდიე დეშამი ვერ შეძლებს.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საფრანგეთის ნაკრები "ერთა ლიგაზე" თავის თავს არ ჰგავს, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მსგავსი დანაკლისის ფონზე "ლურჯებს" წარმატების მიღწევა კიდევ უფრო გაუჭირდებათ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი