"ხვიჩა კვარაცხელიას ლიდერობა ნაპოლის სჭირდება" | ლუჩანო სპალეტი » სპორტის ხაზი

"ხვიჩა კვარაცხელიას ლიდერობა ნაპოლის სჭირდება" | ლუჩანო სპალეტი

"ხვიჩა კვარაცხელიას ლიდერობა ნაპოლის სჭირდება" | ლუჩანო სპალეტი
18-12-2022, 17:35
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ, ნაპოლიმ მორიგი ამხანაგური შეხვედრა გამართა. ამჯერად, ნეაპოლელებმა საშინაო კედლებში ითამაშეს და ესპანურ ვილიარეალთან 2:3 დამარცხდნენ.

სასიხარულოა, რომ აღნიშნულ შეხვედრაში გოლი ქართველმა ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამაც გაიტანა. მაშინ, როდესაც ანგარიში 1:3 იყო, "ყვითელი წყალქვეშა ნავის" კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც კვარამ ზუსტად გარდასახა და ანგარიში მინიმუმამდე შეამცირა. მიუხედავად ამისა, იტალიელებს მეტი აღარ გაუტანიათ და ამხანაგური შეხვედრა, ამ პაუზის დროს, პირველად წააგეს.

მატჩის დასრულების შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ, ლუჩანო სპალეტიმ Radio Kiss Kiss Napoli-ს ეთერში ისაუბრა: "ხვიჩამ ვილიარეალთან შეხვედრა არც თუ დამაჯერებლად დაიწყო, მაგრამ დროთა განმავლობაში მოუმატა, ბოლოს კი მეტოქის კარიც აიღო. ნაპოლის სჭირდება, რომ კვარაცხელიამ ულიდეროს. ამიტომ, ის, რაც შეიძლება მალე უნდა დავაბრუნოთ საუკეთესო ფიზიკურ ფორმაში. სწორედ ეს იყო მიზეზი, რის გამოც კვარაცხელია 90 წუთი ვათამაშე. ერთი ისაა, რომ უბურთოდ კიდევ უფრო მეტი უნდა გაისარჯოს, რადგან ის გუნდის ლიდერია." - თქვა სპალეტიმ.

შეგახსენებთ, რომ ნაპოლი მომდევნო ამხანაგურ შეხვედრას 21 დეკემბერს, ფრანგული ლილის წინააღმდეგ 23:00 საათზე კვლავ სტადიო მარადონაზე გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი