საქართველოს ნაკრები ნორვეგიას ბათუმში უმასპინძლებს | დეტალები » სპორტის ხაზი

საქართველოს ნაკრები ნორვეგიას ბათუმში უმასპინძლებს | დეტალები

საქართველოს ნაკრები ნორვეგიას ბათუმში უმასპინძლებს | დეტალები
17-12-2022, 22:00
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრების ჯგუფში ნორვეგია, შოტლანდია, ესპანეთი და კვიპროსი მოხვდნენ.

საგულისხმოა, რომ დინამო არენაზე რეკონსტრუქციის პერიოდია, რის გამოც, ეს სტადიონი 2023 წლის საწყის თვეებში ხელმისაწვდომი არ იქნება. შესაბამისად, გარდა ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენისა, იკვეთება მიხეილ მესხისა და ბათუმის დინამოს სტადიონები.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო შეხვედრას, რომელიც ჩვენს გუნდს მარტში ნორვეგიასთან ელის, სწორედ ბათუმის სტადიონზე გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი