'ვირტუსმა' ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა - თორნიკე გამორჩეული იყო » სპორტის ხაზი

'ვირტუსმა' ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა - თორნიკე გამორჩეული იყო

'ვირტუსმა' ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა - თორნიკე გამორჩეული იყო
17-12-2022, 12:33
Aa Aa
გაზიარება:

ევროლიგის მე-14 ტურის გამორჩეული შეხვედრა 'ვირტუსისა' და 'მაკაბის' შორის გამართული დაპირისპირება გამოდგა, რომელიც თორნიკე შენგელია გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 78:73 დასრულდა.

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანმა 'მოკრძალებული' შეხვედრა შემოგვთავაზა და 27:46 წუთში 12 ქულა, 2 მოხსნა, 1 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. თორნიკემ 4-დან 2 ორქულიანი და 8-დან 8 საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი კი არ უსვრია.

'ვირტუსმა' ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა - თორნიკე გამორჩეული იყო

შენგელიას გუნდმა ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგო

'ვირტუსში' ქართველზე მეტი ქულა დანიელ ჰეკეტმა (15 ქულა) და მილოშ ტეოდოშიჩმა (15) მოაგროვეს, ხოლო 'მაკაბიში' გამორჩეული ფიგურა, ლორენცო ბრაუნი გახლდათ (18 ქულა).

14 ტურის შემდეგ 6 მოგებით და 8 წაგებით ვირტუს ბოლონია მე-13 ადგილზეა. მომდევნო ტურის მატჩში, რომელიც 22 დეკემბერს გაიმართება, ვირტუსი შენგელიას ყოფილ გუნდს, ბასკონიას ესპანეთში დაუპირისპირდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი