როგორც იცით, ამ დროისთვის ნაპოლი თურქეთში მოსამზადებელ პერიოდს გადის და ამხანაგურ შეხვედრებს მართავს. ლუჩანო სპალეტიმ 2 ტესტ-მატჩი უკვე გამართა, სადაც მათ ადგილობრივი ანტალიასპორი და კრისტალ პალასი დაამარცხეს.
ამ შეხვედრების განმავლობაში, ხვიჩა კვარაცხელიას ჯამურად 90 წუთი მიეცა, სადაც იტალიელი ყოფილი ფეხბურთელისთვის, კერძოდ პიეტრო ლო მონაკოსთვის ხვიჩამ ცუდი შთაბეჭდილებები დატოვა: "ნაპოლი საოცარი გუნდია, რასაც ლუჩანო სპალეტის სწორი დარიგეგები განაპირობებს. მათი ბოლო ორი შეხვედრიდან გამომდინარე, კვარაცხელია, შესაძლოა, რომ ნაპრალის მქონე ფეხბურთელი იყოს, ლობოტკა კი შეუცვლელი ფიგურაა, მისი მსგავსი ევროპაში არავინაა." - თქვა ლო მონაკომ.
ცნობისთვის, იტალიელები მორიგ ამხანაგურ შეხვედრას 17 დეკემბერს ვილიარეალის, ხოლო 21-ში ფრანგული ლილის წინააღმდეგ გამართავენ.