1965 წელს, საბჭოთა ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში ბრაზილიას დაუპირისპირდა და მარაკანას სტადიონზე გამართული შეხვედრა ფრედ, 2:2 ითამაშა.
ცხადია, აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობას ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი, მიშა მესხიც იღებდა - მესხმა მეორე ნახევრის ერთ-ერთ ეპიზოდში ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი ისეთი მოძრაობით ჩამოიტოვა, რომ პელეს ბურთი ფეხებ შუა გაუძვრინა და ადვილად ჩამოიშორა.
ეპიზოდის ჩავლის შემდეგ, პელეს ჩაეცინა, მიშა მესხს გამოეკიდა, ზურგზე შეახტა და კოცნა დაუწყო.
იხილეთ ვიდეო: