მოგეხსენებათ, მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალურ ეტაპზე, საფრანგეთის ნაკრებმა მაროკო დაამარცხა და ფინალში გასვლა გაინაღდა, სადაც არგენტინის ნაკრებს დაუპირისპირდება.
მიუხედავად ამ წარმატებისა, ფრანგთა ბანაკში პრობლემებს ბოლო არ უჩანს - ადგილობრივი მედიის მტკიცებით, გუნდში "აქლემის გრიპის" ეპიდემიაა და კინგსლი კომანი მესამე ფეხბურთელია, რომელიც MERS_CoV-ით დაავადდა.
მანამდე, ვირუსის გამო 1/2 ფინალური დაპირისპირება ბაიერნის კიდევ ერთმა მოთამაშემ, დაიო უპამეკანომ და რაბიომ გამოტოვეს.
კომანის არ ყოფნაზე, კომენტარი საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დიდიე დეშამმაც გააკეთა:
"კომანს დღეს დილითაც ჰქონდა სიცხე. დოჰაში ტემპერატურა ცოტათი დაეცა და კონდინციონერი ისევ ჩართულია. ჩვენ გვქონდა გრიპის მსგავსი სიმპოტომების რამდენიმე შემთხვევა, სწორედ ამიტომაც არ მიეცა გუშინ კომანს მაროკოსთან მატჩში სათამაშო დრო", - განაცხადა დეშამმა.