50 მილიონი ხელფასის სახით \ 'პსჟ' - ს მარკუს რეშფორდი სურს » სპორტის ხაზი

50 მილიონი ხელფასის სახით \ 'პსჟ' - ს მარკუს რეშფორდი სურს

50 მილიონი ხელფასის სახით \ 'პსჟ' - ს მარკუს რეშფორდი სურს
15-12-2022, 19:00
Aa Aa
გაზიარება:

'პსჟ' - ს მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ზამთრის სატრანფერო ფანჯრის დროს 'მანჩესტერ იუნაიტედის' ფეხბურთელთან, მარკუს რეშფორდთან წინასწარი კონტრაქტის გაფორმება სურს, ამის შესახებ ინფორმაციას Mirror - ი ავრცელებს.

როგორც წყარო სძენს ფრანგული კლუბი მზად არის ფეხბურთელს ხელფასის სახით 50 მილიონი ევრო შესთავაზოს და ინგლისელი მსოფლიოში მეხუთე ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხუბრთელი გახადოს.

50 მილიონი ხელფასის სახით  'პსჟ' - ს მარკუს რეშფორდი სურს

რეშფორდი ამ სეზონში 'იუნაიტედის' საუკეთესო ბომბარდირია

25 წლის შემტევის მიმართ ინტერესის შესახებ 'პსჟ' - ს პრეზიდენტმა, ნასერ ალ-ხელაიფიმაც ისაუბრა და განაცხადა, რომ გუნდი რეშფორდის გადმოსაბირებლად ყველაფერს გააკეთებს.

"რეშფორდი მართლაც წარმოუდგენელი მოთამაშეა. ზაფხულში მისი უფასოდ დამატებისთვის ვიბრძოლებთ, თუმცა ეს მარტივი არ იქნება."

ფეხბურთელს ინგლისის ნაკრების რიგებში გამორჩეული მსოფლიო ჩემპიონატი ჰქონდა. მიუხედავად მცირე დროისა, მარკუსმა მიმდინარე მუნდიალზე სამი გოლის გატანა მოახერხა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი