'ბოლო მატჩი სანაკრებო დონეზე?' - ლიონელ მესიმ ინფორმაცია დაადასტურა » სპორტის ხაზი

'ბოლო მატჩი სანაკრებო დონეზე?' - ლიონელ მესიმ ინფორმაცია დაადასტურა

'ბოლო მატჩი სანაკრებო დონეზე?' - ლიონელ მესიმ ინფორმაცია დაადასტურა
16-12-2022, 13:45
Aa Aa
გაზიარება:

არგენტინის ნაკრების თავდამსმელმა ლიონელ მესი მედიასთან დაადასტურა, რომ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ფინალური მატჩი მის სანაკრებო კარიერაში უკანასკნელი იქნება.

"ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რასაც მივაღწიე. ჩემი კარიერის ბოლო შეხვედრას მსოფლიოს ჩემპიონატებზე ფინალში ჩავატარებ. მომავალ მუნდიალამდე დიდი დროა და არ მგონია, რომ კიდევ ერთ ტურნირზე თამაში შევძლო. ასეთი დასასრული ვფიქრობ საუკეთესო იქნება." - უთხრა 35 წლის ფეხბურთელმა არგენტინულ მედიას.

'ბოლო მატჩი სანაკრებო დონეზე?' - ლიონელ მესიმ ინფორმაცია დაადასტურა

მესის მონაგარი მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე 5 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა

მესისთვის მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატი მისთვის კარიერაში მეხუთეა. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ ფინალში თამაშის შემთხვევაში, რისი ალბათობაც მაღალია, მესი გახდება რეკორდსმენი მუნდიალებზე ჩატარებული მატჩებით. ის პირველ ადგილს გერმანული ფეხბურთის ლეგენდასთან, ლოთარ მათეუსთან ერთად იყოფს. (25 ჩატარებული მატჩი მსოფლიო ჩემპიონატზე).

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის მუნდიალის ფინალი 18 დეკემბერს, თბილისის დროით 19:00 საათზე გაიმართება, სადაც ერთმანეთს მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი და არგენტინის ნაკრები დაუპირისპირდებიან.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი