იყო თუ არა პენალტი ალვარესზე? | ლაშა სილაგავას განმარტება » სპორტის ხაზი

იყო თუ არა პენალტი ალვარესზე? | ლაშა სილაგავას განმარტება

იყო თუ არა პენალტი ალვარესზე? | ლაშა სილაგავას განმარტება
15-12-2022, 20:30
Aa Aa
გაზიარება:

პენალტის ეპიზოდმა, რომელიც მუნდიალის 1/2 ფინალში არგენტინისა და ხორვატიის შეხვედრაში იყო, ძალიან დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია, რაზეც თავისი მოსაზრება ქართველმა ყოფილმა მსაჯმა, ლაშა სილაგავამაც შემოგვთავაზა:

"ჩემი აზრით, ორსატოს გადაწყვეტილება სწორი და სამართლიანი იყო, რასაც VAR-იც დაეთანხმა. ალვარესის დარტყმისას ლივაკოვიჩი წინ იყო გამოსული და ხელების გაშლასთან ერთად, ფეხებიც გააფართოვა, რაც საბოლოოდ არგენტინელი ფორვარდისთვის გადაულახავი ბარიერი აღმოჩნდა. ალვარესი მეკარის უკან მოქცეული ბურთის კვლავ ასაღებად და საბრძოლველად გარბოდა, თუმცა ლივაკოვიჩმა ამის საშუალება არ მისცა. ამიტომ, პენალტი სამართლიანად დაინიშნა."

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ფინალი 18 დეკემბერს, 19:00 საათზე არგენტინასა და საფრანგეთს შორის შედგება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი