"მათ მესი ულიდერებთ, თუმცა ჩვენც გვაქვს რაღაც სათქმელი" | ლორისი ფინალზე » სპორტის ხაზი

"მათ მესი ულიდერებთ, თუმცა ჩვენც გვაქვს რაღაც სათქმელი" | ლორისი ფინალზე

"მათ მესი ულიდერებთ, თუმცა ჩვენც გვაქვს რაღაც სათქმელი" | ლორისი ფინალზე
15-12-2022, 12:00
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ, მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა მაროკოს ნაკრები მუნდიალის 1/2 ფინალში 2:0 დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც ის არგენტინასთან ითამაშებს.

აღნიშნულ მატჩთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა საფრანგეთის ნაკრების კაპიტანმა, უგო ლორისმა: "ძალიან დაღლილები და დაქანცულები ვართ, რადგან ურთულესი მისია წარმატებით დავასრულეთ. საფრანგეთმა ფეხბურთის ისტორია ხელახლა დაწერა, ჩვენ ზედიზედ ორჯერ მოვახერხეთ მუნდიალის ფინალში გასვლა, ეს გასაოცარია"

"ფინალში არგენტინის წინააღმდეგ საკმაოდ რთული შეხვედრა გველის, რადგან მათ ბრწყინვალე გუნდი ჰყავთ და გენიალური ფეხბურთელიც ულიდერებთ. ლეო მესიმ ამ სპორტში თავისი კვალი დატოვა, თუმცა თავისი სათქმელი საფრანგეთის ნაკრებსაც აქვს."
- უგო ლორისი.

შეგახსენებთ, რომ ფინალი 18 დეკემბერს, 19:00 საათზე შედგება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი