"ევროპაში სათამაშოდ წასვლას, დასასვენებლად წასვლა მირჩევნია" - გიორგი ჯიქია » სპორტის ხაზი

"ევროპაში სათამაშოდ წასვლას, დასასვენებლად წასვლა მირჩევნია" - გიორგი ჯიქია

"ევროპაში სათამაშოდ წასვლას, დასასვენებლად წასვლა მირჩევნია" - გიორგი ჯიქია
20-09-2022, 18:00
Aa Aa
გაზიარება:

რუსეთის ნაკრების ცენტრალურმა მცველმა გიორგი ჯიქიამ ჟურნალისტებთან სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.

კითხვაზე, აპირებს თუ არა "სპარტაკის" ფეხბურთელი ევროპაში წასვლას, ჯიქიამ განაცხადა, რომ რუსეთის დატოვებას არ აპირებს.

"მაქვს თუ არა სურვილი, წავიდე ევროპაში? რისთვის, დასასვენებლად? ზახარიანზე ადრეც ვისაუბრე, ჯერ ძალიან ახალგაზრდაა, მთელი კარიერა წინ აქვს; თუ წავა, მის გამო ბედნიერი ვიქნები. ასაკი ჯერ კიდევ ხელს მიწყობს და წასვლა გვიანი არაა, თუმცა ამის გაკეთება არ მსურს და მზად ვარ, რუსეთის ჩემპიონატში კარიერის ბოლომდე ვითამაშო", - განაცხადა ჯიქიამ.

გიორგი ჯიქია მოსკოვის "სპარტაკის" ღირსებას 2017 წლიდან იცავს. მიუხედავად ქართული მხარის დაინტერესებისა, მცველმა ამავე წელს რუსეთის ნაკრებში ასპარეზობა გადაწყვიტა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი