ემანუელე ჯაკერინი : 'ლეაუ თუ კვარაცხელია? ჩემთვის ის საუკეთესოა' » სპორტის ხაზი

ემანუელე ჯაკერინი : 'ლეაუ თუ კვარაცხელია? ჩემთვის ის საუკეთესოა'

ემანუელე ჯაკერინი : 'ლეაუ თუ კვარაცხელია? ჩემთვის ის საუკეთესოა'
15-12-2022, 00:00
Aa Aa
გაზიარება:

იტალიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, კერძოდ ემანუელე ჯაკერინიმ შედარება რაფაელ ლეაოსა და ხვიჩა კვარაცხელიას შორის გააკეთა, სადაც მან პორტუგალიელს ქართველი ამჯობინა:

"ხვიჩა კვარაცხელია ის ფეხბურთელია, რომელსაც ჩემს გუნდში ავიყვანდი. გარდა იმისა, რომ მას საოცარი მონაცემები აქვს, ასევე მისი სტაბილურობაც მომწონს. რა თქმა უნდა, ჩემპიონის თვისებები აქვს რაფაელ ლეაოსაც, თუმცა ყველაფრის გათვალისწინებით, მას ქართველის სათამაშო ხარისხი და სტაბილურობა მირჩევნია."

გარდა ამ შედარებისა, ჯაკერინიმ იტალიის ჩემპიონატის მოგებასა და ნაპოლის შანსებზეც ისაუბრა: "ჯერჯერობით ძალიან ადრეა და მიჭირს შანსებზე საუბარი, თუმცა იმის თქმა ნამდვილად შემიძლია, რომ ნაპოლის კარგი ჰანდიკაპი აქვს მოპოვებული. ლუჩანო სპალეტის გუნდმა ძალები ხელმეორედ უნდა იპოვოს და არსებული პაუზა სათავისოდ გამოიყენოს. ვფიქრობ, ნაპოლის მთავარი კონკურენტი ინტერია, რომელსაც იტალიაში საუკეთესო შემადგენლობა ჰყავს."
- ჯაკერინი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.