Transfermarkt-მა ახალგაზრდა ნახევარმცველს ლუკა პარკაძეს სტატია მიუძღვნა, სადაც მის საფეხბურთო კარიერაზე და ნახევარმცველის დადებით თვისებებზე ისაუბრა.
"ბაიერნის ახალი შენაძენი ბუნდესლიგაში ქართველთა ტრადიციას აგრძელებს"
2000-იანი წლების დასაწყისში ბუნდესლიგას რამდენიმე გამორჩეული ქართველი ფეხუბრთელი ჰყავდა : ლევან კობიაშვილი, ალექსანდრე იაშვილი, ლევან ცქიტიშვილი და გიორგი კიკნაძე. თუმცა, მას შემდეგ რაც კობიაშვილმა 'ჰერტა' დატოვა, ბუნდესლიგა კავკასიის რეგიონის ახალ წარმომადგენელს ელოდა. რამდენიმე თვის წინ კი 'ბაიერნმა' ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ქართველი ფეხბურთელი დაიმატა, რითიც ეს ლოდინი დასრულდა.ლუკა დინამო 'თბილისის' აკადემიაში ირიცხებოდა
ლუკა თავის შესაძლებლობებს კარგად მაშინ ავლენს, როცა ბურთ აქვს. ის ტექნიკურია და მისი სისწრაფე საშუალებას აძლევს პრესინგი კარგად ითამაშოს. პირველ 4 შეხვედრაში სწორედ მისი სისწრაფის გამოსაცდელად იგი ფლანგზე ათამაშეს - მართალია ლუკას საგოლე მოქმედება არ მიუწერია, თუმცა მოწინააღმდეგეს პარკაძის მესვაურობისას სერიოზული პრობლემები შეექმნა. პარკაძე საყოველთაოდა აღიარებულ და ნიჭიერ ფეხბურთელს, ხვიჩა კვარაცხელიას გვაგონებს, რომელიც დინამო თბილისიდან მოდის და დღესდღეობით ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიული შემტევია.ლუკა ბაიერნს რამდენიმე თვის წინ შეუერთდა
"მან ჩვენზე შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა. სწორედ ამიტომ, მადლობას ვუხდით დინამო თბილისს და ფეხბურთელის აგენტს, გურამ კაჭახიძეს, რომ მისი გაფორმება შევძელით." - განაცხადა 'ბაიერნის' საფეხბურთო აკადემიის მენეჯერმა, იოხენ ზაუერმა.