'ხვიჩას ოსიმენისგან სწორედ ეს განასხვავებს' - იტალიელი სპეციალისტი ხვიჩაზე » სპორტის ხაზი

'ხვიჩას ოსიმენისგან სწორედ ეს განასხვავებს' - იტალიელი სპეციალისტი ხვიჩაზე

'ხვიჩას ოსიმენისგან სწორედ ეს განასხვავებს' - იტალიელი სპეციალისტი ხვიჩაზე
13-12-2022, 20:28
Aa Aa
გაზიარება:

'ჯენოას' ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა და სპეციალისტმა, კლაუდიო კონოფრიმ Radio Marte-სთან მიცემულ ინტერვიუში ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია შეაქო და მას დიდი მომავალი უწინასწარმეტყველა.

"ასაკიდან და იქიდან გამომდინარე, რომ უცნობი მოთამაშე იყო, მან ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე ოსიმენმა. ერთხელ ბურთი წაიღო, მეტოქე მოატყუა და ზევით აიხედა, რათა გადაცემა თანაგუნდელზე გაეკეთებინა - მისი გონება უნიკალურია. ამის წყალობით, მას შეუძლია გახდეს საუკეთესო მოთამაშე.

სერია A-ში პირველი ადგილის შენარჩუნება მარტივი არ იქნება, თუმცა გუნდი თავის ფილოსოფიას არ გადაუხვევს, მაშინ კონკურენტებისთვის რთული იქნება, რომ ნაპოლის დაეწიონ. ახლა ნაპოლი ევროპაში უძლიერესი გუნდია."
- თქვა კლაუდიო კონოფრიმ.

მოგეხსენებათ 21 წლის შემტევმა ზურგის ტრამვა ახლახანს მოიშუშა და მოედანს რამდენიმე დღის წინ 'ანტალიასპორთან' მატჩში დაუბრუნდა.

ხვიჩა კვარაცხელიამ ამ სეზონში პარტენოპეის მაისურით 8 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა მიიწერა.



კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი