'მეგობრებო კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება კვარა-შოუში!' - იტალიური მედია ქართველის ანტალიასპორთან მატჩს ეხმაურება » სპორტის ხაზი

'მეგობრებო კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება კვარა-შოუში!' - იტალიური მედია ქართველის ანტალიასპორთან მატჩს ეხმაურება

'მეგობრებო კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება კვარა-შოუში!' - იტალიური მედია ქართველის ანტალიასპორთან მატჩს ეხმაურება
8-12-2022, 17:30
Aa Aa
გაზიარება:

მსოფლიო ჩემპიონატის გამო 35-დღიანი უთამაშებლობის შემდეგ 'ნაპოლი' მოედანს დაუბრუნდა და სეზონის განახლებამდე პირველი ამხანაგური შეხვედრაც ჩაატარა.

იტალიური კლუბი 'ანტალიასპორს' დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით 2:3 დაამარცხა. შეხვედრა პირველივე წუთებიდან ქართველმა ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ დაიწყო, რომელსაც არც გოლი, არც საგოლე გადაცემა გაუკეთებია, თუმცა მთელი 45 წუთის განმავლობაში აქტიური იყო. სპალეტიმ კვარაცხელია მეორე ტაიმის დაწყებამდე გაიყვანა.

მატჩის დასრულების შემდეგ იტალიურმა მედიამ ხვიჩაზე რამდენიმე სტატია შემოგვთავაზა და განაცხადა, რომ ქართველი ისევ ანათებს და მას ფორმა არ დაუკარგავს.

"ბატონებო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კვარაცხელია - შოუში. ქართველი ვარსკვლავი ისევ ანათებს. რამდენიმე თვიანი უთამაშებლობის შემდეგ იგი წერტილსა და აძურის გულშემატკივრების ოცნებას უბრუნდება.

ის დარბის, გვთავაზობს ცრუმოძრაობებს, ურტამს, ისწორებს ვარცხნილობას და ამას შემდეგ ისევ თავიდან აკეთებს. მართალია ხვიჩამ ლივერპულთან მატჩის შემდეგ პირველად ითამაშა, თუმცა ეს მას არ ადარდებდა. ზურგის ტკივილი, რომელმაც რამდენიმე შეხვედრა გამოატოვებინა, ახლა მხოლოდ მოგონებაა. როგორც წესია, როდესაც მოედანზე 1 თვეზე მეტია არ ყოფილხარ, შენი თვისებები ხელახლა უნდა გააქტიურო, თუმცა კვარა არ შეცვლილა, ის ისეთივე ძლიერია, როგორც ადრე. ქართველისა და ოსიმენის დუეტს ისევ საშიში სტატუსი აქვთ, თუმცა მათ აუცილებლად სჭირდებად ფიზიკური მდგომარეობის გაუმჯობესება."


სპალეტის ბიჭები თურქეთში მომდევნო ამხანაგურ შეხვედრას 11 დეკემბერს 'კრისტალ პალასის' წინააღმდეგ გამართავენ, რის შემდეგაც გუნდი ნეაპოლში დაბრუნდება და 'ინტერთან' მატჩისთვის მზადებას შეუდგება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი