"მსურს, რომ მაროკო ფინალში გავიდეს, მაგრამ.." | რონალდო » სპორტის ხაზი

"მსურს, რომ მაროკო ფინალში გავიდეს, მაგრამ.." | რონალდო

"მსურს, რომ მაროკო ფინალში გავიდეს, მაგრამ.." | რონალდო
13-12-2022, 14:10
Aa Aa
გაზიარება:

ბრაზილიის ნაკრებისა და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ, რონალდუ ლუის ნაზარიომ მაროკოს ნაკრებზე ისაუბრა და თქვა, რომ მათ ფინალში გასვლის შანსი ექნებათ:

"ჩემი სურვილი ისაა, რომ მაროკოელებს ასეთი სვლა დაუფასდეთ და ფინალში გავიდნენ, რისი შანსიც აქვთ კიდეც, თუმცა, რეალურად, არ მგონია, რომ მათ საფრანგეთის ნაკრები დაამარცხონ, რადგან ისინი ძალიან ძლიერები არიან."

რონალდოს მაროკოელთა მცველზე, კერძოდ ელ იამიქზეც ჰკითხეს, რომელიც იმ გუნდის წევრია, რომელსაც თავად რონალდო ფლობს (ვალიადოლიდი):

"ბონუსები ელ იამიქს? - ამას ვერ დაგპირდებით, მაგრამ თუ ეს არ მოხდება, სამაგიეროდ, მას ხელის გულზე ვატარებთ. ის, რასაც მაროკოელები მთელი ტურნირის განმავლობაში აკეთებენ ნამდვილი სასწაულია." - თქვა რონალდომ.

მაროკოსა და საფრანგეთის დაპირისპირება ხვალ, 14 დეკემბერს 23:00 საათზე შედგება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.