"ნეაპოლელებისგან ამას ნამდვილად არ ველოდით" | დავიდე კალაბრია » სპორტის ხაზი

"ნეაპოლელებისგან ამას ნამდვილად არ ველოდით" | დავიდე კალაბრია

"ნეაპოლელებისგან ამას ნამდვილად არ ველოდით" | დავიდე კალაბრია
14-12-2022, 17:40
Aa Aa
გაზიარება:

იტალიური pianetamilan.it მილანის კაპიტანის, დავიდე კალაბრიას სიტყვებს ავრცელებს, სადაც ის საუბრობს, რომ ნაპოლის ასეთი სტარტი ყველასთვის უცნაური და მოულოდნელი იყო:

"სიმართლე გითხრათ, ჩემთვის და ალბათ ბევრისთვისაც, მოულოდნელი იყო, რომ სეზონის პირველ ნახევარშივე ნაპოლის ამდენი ქულით ჩამოვრჩებოდით, თუმცა უნდა ვაღიარო, რომ ისინი ძალიან მაგარ სეზონს ატარებენ."

"ჩვენთვის კარგი ისაა, რომ ნაპოლის იანვრიდან ბევრ გრანდთან მოუწევს შეხვედრა და ვიმედოვნებთ, იქნებ ქულები დაკარგონ. რაც შეეხება ჩვენს მიზნებს, ჩვენ ისევ ტიტულით დასრულება გვსურს, თუმცა ზედიზედ ამის ორჯერ გაკეთება ძალიან რთული იქნება."
- დავიდე კალაბრია.

შეგახსენებთ, რომ ნაპოლი იტალიის ჩემპიონატს 4 იანვარს ინტერთან დაპირისპირებით განაახლებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი