2022 წლის მუნდიალი გადამწყვეტ ფაზაში შედის. მსოფლიო ჩემპიონატზე უკვე ნახევარფინალური ეტაპებს მივადექით. ფინალის საგზურის მოსაპოვებლად ერთმანეთს ხორვატია-არგენტინისა და საფრანგეთი-მაროკოს წყვილები დაუპირისპირდებიან. აღსანიშნავია რომ მაროკო პირველი აფრიკული გუნდია, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე 4 საუკეთესო გუნდში მოხვდა. გარდა ამისა, ისინი ამ ტურნირზე დაუმარცხებლები არიან და მათ კარში გოლის გატანა ძალიან რთულია.
Daily Loud-ის თქმით, ნაკრები რომელიც მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს დაეუფლება, ბონუსის სახით, $42 მილიონს მიიღებს.