როგორც იცით, მსოფლიო ჩემპიონატის პარალელურად, ნაპოლი თურქეთში მოსამზადებელ ეტაპს გადის, რომლის ფარგლებშიც იტალიურ გუნდს რამდენიმე ამხანაგური შეხვედრის გამართვა აქვს დაგეგმილი.
გუშინ, ნეაპოლელებმა კრისტალ პალასის წინააღმდეგ 3:1 იმარჯვეს, მანამდე კი, ლუჩანო სპალეტის გუნდმა ადგილობრივი ანტალიასპორი 2:3 დაამარცხა. რაც შეეხეხა ხვიჩა კვარაცხელიას, მან ორივე შეხვედრაში 45 სათამაშო წუთი მიიღო.
როგორც დაიწერა, ნაპოლი მომდევნო ამხანაგურ შეხვედრას 17 დეკემბერს ლა ლიგის წევრის, კერძოდ ვილიარეალის წინააღმდეგ გამართავს.