რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჟოაო ფელიქსს "ატლეტიკოს" დატოვება სურს. "ატლეტიკოში" ეს იციან და ჟოაოს შესაძლო ტრანსფერს არ დაბლოკავენ, თუმცა მადრიდული კლუბი საკმაოდ სოლიდურ თანხას ითხოვს - საუბარია €100/120 მილიონზე.
იანვარში ტრანსფერი საკმაოდ რთული იქნება, თუმცა 2023 წლის ზაფხულში დიდი ალბათობით პორტუგალიელი შემტევი სხვა კლუბში გადავა. ჯერ-ჯერობით ფელიქსის მსურველთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.