ნიდერლანდების ნაკრები რონალდ კუმანის კანდიდატურას განიხილავს | დეტალები » სპორტის ხაზი

ნიდერლანდების ნაკრები რონალდ კუმანის კანდიდატურას განიხილავს | დეტალები

ნიდერლანდების ნაკრები რონალდ კუმანის კანდიდატურას განიხილავს | დეტალები
10-12-2022, 21:00
Aa Aa
გაზიარება:

მას შემდეგ, რაც ლუის ვან გაალის ნიდერლანდებმა არგენტინასთან მუნდიალის 1/4 ფინალი წააგო, გავრცელდა ინფორმაცია, რომ 71 წლის სპეციალისტი ნაკრებს თანამდებობის დატოვების თაობაზე შეუთანხმდა, მის ჩამნაცვლებლად კი ევროპელებს რონალდ კუმანი მიაჩნიათ.

ამავე ინფორმაციაზე საუბრობს ჟურნალისტი ნიკოლო შირა, რომელიც წერს, რომ ლუის ვან გაალმა ნაკრებიდან წასვლა არგენტინასთან მარცხის შემდეგ თავადვე დაადასტურა.

სხვათაშორის, რონალდ კუმანის შესაძლო დაბრუნებაზე ჯერ კიდევ მიმდინარე წლის აპრილში იწერებოდა და როგორც ჩანს, ეს ყველაფერი სიმართლეს შეესაბამება. რონალდ კუმანი ნიდერლანდებს 2 წლის განმავლობაში წვრთნიდა, შემდეგ კი, ის ბარსელონას თავკაცის პოსტზე მიიწვიეს.

რაც შეეხება ლუის ვან გაალს, ჯერჯერობით უცნობია დაასრულებს თუ არა 71 წლის სპეციალისტი სამწვრთნელო კარიერას. გარკვეული ინფორმაციის თანახმად, ლუის ვან გაალის კანდიდატურას ბელგიის ეროვნული ნაკრები განიხილავს, რომელიც მუნდიალზე განცდილი ფიასკოს შემდეგ, რობერტო მარტინესმა დატოვა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.