დირიაჰის საჩვენებელი ტურნირი | 1-ელი დღის შეჯამება » სპორტის ხაზი

დირიაჰის საჩვენებელი ტურნირი | 1-ელი დღის შეჯამება

დირიაჰის საჩვენებელი ტურნირი | 1-ელი დღის შეჯამება
8-12-2022, 23:20
Aa Aa
გაზიარება:

საჩოგბურთო სეზონი დასრულდა,საუდის არაბეთი კი საჩვენებელ ტურნირს მასპინძლობს, სადაც წელს განსაკუთრებით ბევრმა ვარსკვლავმა მოიყარა თავი.

ტურნირი 8დეკემბერს დაიწყო და გამარჯვებულს 10 დეკემბერს გამოავლენს,შეგახსენებთ, რომ ბოლოს აღნიშნული ტურნირი, 2019 წლის ამერიკის ღია პირველობის ჩემპიონმა და წლევანდელი სეზონის ყოფილმა ნომერ პირველმა ჩოგანმა, დანიილ მედვედევმა მოიგო.

მედვედევი ტიტულის დაცვას ცდილობს და საქმეში კარგად ჩაერთო, მისი მეტოქე რუსული წარმოშობის გერმანელი ჩოგბურთელი ალექსანდრ საშა ზვერევი გახლდათ

დანიილმა ორ სეტში 6:0 6:4 დაამარცხა მეტოქე და შემდეგ ეტაპზე გავიდა

განსხვავებით მისი მეგობრისა და თანამოქალაქის, ტურნირს გამოეთიშა ანდრეი რუბლოვი, რომელიც შვეიცარიელ სტენ ვავრინკასთან სამ სეტიან დაპირისპირებაში 2-1 დამარცხდა

ამ ტურნირზე მესამე სეტის გამარჯვებული, ათ გეიმიანი მინი ტაიბრეიკით ვლინდება

ტურნირი შესანიშნავად დაიწყო ბრიტანელი ქემერონ ნორისთვის, რომელმაც დღისით ნიკ კირიოს სძლია საღამოს კი, სტეფანოს ციციპას დაუპირისპირდა და ორივეს ორ სეტში მოუგო

როგორც მოგახსენეთ, ტურნირი 10 დეკემბერს დასრულდება და ამ გადმოსახედიდან მისი მთავარი ფავორიტი, დანიილ მედვედევია, რომელიც ცოტა ხნის წინ მამა გახდა და როგორც პრესასთან ამბობს ტიტულის მოგება ძალიან უნდა


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი