"რეალმა" ახალგაზრდა ბრაზილიელი ვარსკვლავი შეიძინა » სპორტის ხაზი

"რეალმა" ახალგაზრდა ბრაზილიელი ვარსკვლავი შეიძინა

"რეალმა" ახალგაზრდა ბრაზილიელი ვარსკვლავი შეიძინა
8-12-2022, 22:12
Aa Aa
გაზიარება:

ბრაზილიური ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავი, ენდრიკი მადრიდის "რეალში" გადასვლას უახლოვდება.

ფაბრიციო რომანო გვმცნობს, რომ მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს. 16 წლის ბრაზილიელის სანაცვლოდ "სამეფო კლუბი" პალმეირასს 60 მილიონ ევროს გადაუხდის. ენდრიკი ესპანურ გრანდს 2024 წლის ივლისში შეუერთდება, მანამადე კი სამშობლოში ითამაშებს და გამოცდილებას დააგროვებს. რომანო იმასაც იტყობინება, რომ დეკემბერში იგეგმება ყველა დოკუმენტზე ხელის მოწერა.

ენდრიკი შემტევი ნახევარმცველია. ის ბრაზილიაში ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელად ითვლება. ბრაზილიის ჩემპიონატის 2022 წლის სეზონში მან 7 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა - დუბლი შეასრულა "ატლეტიკო პარანაენსესთან" და ერთი გოლი "ფორტალეზასთან" მიითვალა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი